პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან თუ იქნება მომართვა, რომ სახალხო დამცველმა წარადგინოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, განვიხილავთ ამ განცხადებას - ომბუდსმენი

02 ოქტომბერი 2023, 14:26 577 ნახვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება წარდგენილი მიმართვა, რომ სახალხო დამცველმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით წარადგინოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს განიხილავს. 

იოსელიანის თქმით, თუ სახალხო დამცველის აპარატი განხილვის შედეგად დაინახავს კავშირს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით, აღნიშნულ მოსაზრებას წარადგენს.

"იმპიჩმენტი ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს. ამ პროცესთან დაკავშირებით, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება მომართვა, რომ სახალხო დამცველმა წარადგინოს სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რასაც ჩვენ ზოგადად ვაკეთებთ საერთო სასამართლოების კონტექსტში, განვიხილავთ ამ განცხადებას, არის თუ არა კავშირში ასევე კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან და თუ ამ კავშირს დავინახავთ, რა თქმა უნდა,  ამ მოსაზრებას წარმოვადგენთ. თუ ამ კავშირს ვერ დავინახავთ, ასეთი მოსაზრება წარდგენილი არ იქნება“, - განაცხადა იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში