პრემიერ-მინისტრი სლოვენიის დელეგაციას შეხვდა

02 ოქტომბერი 2023, 17:58 602 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს − ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ბოლო დროს ორმხრივი კონტაქტებისა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამშრომლობის წინსვლაში.  ურშკა კლაკოჩარს შეხვდა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. 

როგორც დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ნატოში გაწევრიანება, აუდიენციის მთავარი განსახილველი საკითხი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში