მთავრობის სხდომა - ახალი წესები წვევამდელებისთვის

02 ოქტომბერი 2023, 18:04 624 ნახვა

გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე, 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავდაცვის კოდექსით დარეგულირდება „გირჩის“ ინიციატივა, რომლის შედეგადაც ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში იქნა შეყვანილი. მისივე თქმით, ახალგაზრდებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კოდექსით გათვალისწინებული ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტს შეეძლება, ჩაერთოს პროცესში.

კერძოდ, წლის განმავლობაში ერთი თვე დაჰყოს სამხედრო ბაზაზე და გაიაროს საბაზისო თეორიული და პრაქტიკული მომზადება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში