ლევან იოსელიანი პარლამენტში 

02 ოქტომბერი 2023, 20:02 527 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში განიხილა - სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ანგარიში წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ მომზადდა და 2023 წლის 31 მარტს წარედგინა პარლამენტს.

ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშის ძირითად მიგნებებსა და იმ ტენდენციებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოიკვეთა და ხელისუფლების მხრიდან დროულ და სათანადო რეაგირებას საჭიროებდა. მისი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატში 2022 წელს შევიდა 5277 განცხადება, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 12 104 ზარი გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად.

სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში