კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის 

03 ოქტომბერი 2023, 14:03 491 ნახვა

საქართველო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრების  მოადგილეებს მასპინძლობს. სტუმრები მასპინძელ მხარეს ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ გამოცდილებას  გაუზიარებენ და ასევე ქვეყანას კოორდინირებას გაუწევენ ევროკავშირის გზაზე.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა, რომელმაც უწყების ინფორმაციით, მეტი დატვირთვა მას შემდეგ შეიძინა, რაც ევროპულმა საბჭომ  საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭა. 

პოლიტიკური კონსულტაციების გარდა გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან. ევროინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაღალჩინოსნები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ქართველ სტუდენტებსაც გააცნობენ. ისინი ასევე უპასუხებენ მათ შეკითხვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში