ცვლილებები “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში 

04 ოქტომბერი 2023, 14:44 602 ნახვა

პარლამენტში, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსაც განიხილავენ. მმართველი გუნდის ინიციატივით კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით გადის. მოსალოდნელ ცვლილებებს უკვე მოჰყვა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკა. გუშინ თბილისში აქცია-პერფომანსიც გაიმართა.

ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს. კანონპროექტს მესამე სექტორში ეხმაურებიან,  აცხადებენ, რომ „პარლამენტმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი არ უნდა მიიღონ“.

მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში