პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

04 ოქტომბერი 2023, 12:08 518 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დღესაც აგრძელებს. უკვე ერთი საათია საკონსტიტუციო სასამართლოში 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი მსჯელობს.

სხდომას დღესაც არ ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

სალომე ზურაბიშვილის უფლებადამცველები კი ისევ ამტკიცებენ, რომ სასამართლოს არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უწყება არცერთი მხარის მიმართ არ იქნება მიკერძოებული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში