პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

04 ოქტომბერი 2023, 15:08 613 ნახვა

შესვენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა რამდენიმე წუთში ისევ განახლდება. დილიდან მოსამართლეთა კოლეგიის კითხვებს ირაკლი კობახიძე პასუხობდა.

სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შორის იყო კამათიც.

მოსამართლეთა პლენუმმა უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა საზღვარგარეთ.

საქართველოსთვის უპრეცედენტო სასამართლო სხდომაზე არგუმენტები ირაკლი კობახიძემ წარადგინა. განხილვა დღეს უნდა დასრულდეს, დასკვნა კი, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში მომზადდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში