ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში 

05 ოქტომბერი 2023, 12:02 512 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი უმრავლესობის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს, წინააღმდეგი პარლამენტის ერთი წევრი იყო. არსებული ინფორმაციით, ცვლილებები დღესვე მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

დოკუმენტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. საუბარია პაკეტზე, რომელიც აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა იკვეთება.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ასეთი "ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით", რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში