"ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა" - ბჟანიას განცხადება და გამოხმაურებები 

05 ოქტომბერი 2023, 14:55 572 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.

როგორც უწყება განმარტავს, მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას. 

მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების განცხადებით ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ პრეზიდენტმა დაადასტურა ''ქართულ ოცნების'' პრორუსული განწყობა.

ოპოზიცია შესაბამის განცხადებას ელოდება როგორც მთავრიბისგან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ''ქართული ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ არანაირი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს.

აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ.

თბილისთან ურთიერთობაზე საუბრისას ბჟანიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში არსებობს. მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატისტები“ არიან.

ასლან ბჟანიას ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა პარლამენტში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში