ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში 

05 ოქტომბერი 2023, 15:00 620 ნახვა

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით უნდა უყაროს კენჭი.

საუბარია პაკეტზე, რომელიც აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

კანონპროექტს საზოგადოებისა და მესამე სექტორის ნაწილი აკრიტიკებს, სხდომის პარალელურად ისინი პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. მიაჩნიათ, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში