ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა

05 ოქტომბერი 2023, 20:02 517 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  შეშფოთებას გამოთქვამს სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.

როგორც უწყება განმარტავს, მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას. 

მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტების განცხადებით ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ პრეზიდენტმა დაადასტურა ''ქართული ოცნების'' პრორუსული განწყობა. ოპოზიცია შესაბამის განცხადებას ელოდება როგორც მთავრობისგან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.

''ქართული ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ არანაირი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში