“რუსთავი 2” - ის საქმე

04 მარტი 2017, 00:00 1884 ნახვა

შესაძლოა მივიღოთ მედიამრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უდავოდ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში. უჩა ნანუაშვილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. განცხადებაში ასევე წერია, რომ სამართლებრივი შეფასება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში