პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - შეფასებები

06 ოქტომბერი 2023, 14:33 581 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაასრულა. სალომე ზურაბიშვილის ბედი ახლა 9 მოსამართლის ხელშია. დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი - გადაწყვეტილება პლენუმმა უნდა მიიღოს.

დასკვნა, პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 15 ოქტომბრამდე წერილობით უნდა გადაეგზავნოს. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი პრეზიდენტს წინ პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა ელოდება.

პრეზიდენტის წარმომადგენლები, იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ, პროცესზე მყოფი "ქართული ოცნების“ ლიდერები კი მოწინააღმდეგის პოზიციას სასამართლოზე სუსტად და სამარცხვინოდ მიიჩნევენ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში