ევროსასამართლოს გადაწყვეტილება

04 მარტი 2017, 00:00 1931 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის მიმართვიდან მალევე მიიღო დროებითი ზომა და 8 მარტამდე შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის მიხედვითაც არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში და მისივე კომპანია შპს “პანორამაა.” ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ მან ამის შესახებ მედიის საშუალებით გაიგო. საქმეში მხარეა საქართველოს მთავრობა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით ევროპული სასამართლოს მორიგე მოსამართლემ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, იგი იმედს გამოთქვამს რომ 8 მარტს საქმეზე კოლეგია იმსჯელებს. წულუკიანის განცხადებით გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან ამ დრომდე მსგავსი რეაგირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, როცა საქმე ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში კი წულუკიანის შეფასებით, საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ეს არ არის მხოლოდ მესაკუთრეების დავა და მისი აღსრულება ქვეყანაში რთულ ვითარებას შექმნის. რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საგანგებო პრესკონკფერენციაზე განაცხადა.

ამავე კატეგორიაში