ოჩამჩირეში რუსული საზღვაო-სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი

06 ოქტომბერი 2023, 18:03 597 ნახვა

ოკუპანტი რუსეთის დაპირება ოკუპირებულ აფხაზეთს - ოჩამჩირეში რუსული საზღვაო-სამხედრო ბაზის განთავსებას ოპოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად და ოკუპაციის გაგრძელებად აფასებენ.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ საკითხზე  შესაბამის უწყებებს რეაგირება არ მოუხდენიათ, მათ შორის არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს,  არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ოპონენტების ბრალდებებს უმრავლესობაში არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა, ამიტომ მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს და ევროკავშირმა ტერმინი - ოკუპაცია აღიაროს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში