პრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას” დამფუძნებელს შეხვდა

07 ოქტომბერი 2023, 20:03 633 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორპორაცია „ინდორამას" დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს შრი პრაკაშ ლოჰიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და „ინდორამას" შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი იმ გეგმებს შეეხო, რომლებიც „ინდორამას" რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმოსთან დაკავშირებით აქვს. კომპანიამ „რუსთავის აზოტში" 200 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ინდორამას" რუსთავის ქარხნის მოდერნიზების გრძელვადიანი გეგმა აქვს. აღინიშნა, რომ კომპანია ახალი საწარმოო ხაზების დამატებაზე მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში