არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

09 ოქტომბერი 2023, 10:59 567 ნახვა

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“  სასამართლო რეფორმის  ხედვა წარადგინა. კოალიციის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემა ძირეული გამოწვევების წინაშეა და ის ფრაგმენტული რეფორმები, რომელიც სახელმწიფომ გაატარა, არ არის საკმარისი იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც სასამართლო სისტემაში გვხვდება. ნონა  ქურდოვანიძის თქმით, განსაკუთრებით  ეს ეხება ე.წ. „კლანურ" მმართველობას და გავლენიან ჯგუფებს.  

კოალიცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო კომისიამ  სრულყოფილად და ობიექტურად  გამოიკვლიოს სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური-კლანური გავლენების მასშტაბი, ასევე კორუფციის დონე. მომზადდეს სასამართლო სისტემის რეალური გაჯანსაღების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ შემუშავებული სტრატეგიის იმპლემენტაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში