ოპოზიციონერი დეპუტატები რეზოლუციის მიღებას ითხოვენ

09 ოქტომბერი 2023, 14:44 605 ნახვა

ოპოზიციონერი დეპუტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ, მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ მსგავსი რეზოლუცია საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს. 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამ ინიციატივას პროვოკაციის მცდელობად აფასებს.

პროექტის თანახმად, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა  მოამზადეს, პარლამენტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში