უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

11 ოქტომბერი 2023, 14:04 598 ნახვა

უნგრეთის პრემიერის ვიზიტს  შეფასებები მოჰყვა პარლამენტში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერის ვიზიტი პოზიტიურია, თუმცა მათივე პოზიციის მიხედვით, მმართველ პარტიას წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია მხოლოდ უნგრეთთან აქვს, რაც ევროინტეგრაციის გზაზე სტატუსის მოპოვების გარანტი ვერ გახდება.        

უმრავლესობის ლიდერების შეფასებით კი, ორბანის ვიზიტი ევროკომისიის პირველადი დასკვნის მოლოდინის პერიოდში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მაშინ, როდესაც უნგრეთის პრემიერი საქართველოს, ღია მხარდაჭერას უცხადებს და ასრულებს მედიატორის როლს, 27 ქვეყანასთან მოლაპარაკებების და საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მოპოვების ნაწილში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში