შეხვედრა თურქეთის ომბუდსმენთან

11 ოქტომბერი 2023, 14:50 633 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა. საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას შეეხო.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის სფეროებში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ყველა იმ უფლებრივ საკითხზე, რაც საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში