საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

11 ოქტომბერი 2023, 14:45 706 ნახვა

სამი ათასამდე ადამიანმა უკვე დატოვა ისრაელი და დაბრუნდა საქართველოში - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ისრაელში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა მოქალაქეებთან, ეხმარება მათ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს რამდენიმე ცხელი ხაზი.

რაც შეეხება ბილეთების ხელმისაწვდომობის საკითხს, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უწყება ცდილობს მოქალაქეებსა და ავიაკომპანიებს შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეიძინონ ბილეთები.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში