მაქვს პატივი, ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი

11 ოქტომბერი 2023, 17:21 549 ნახვა

მაქვს პატივი, ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებთ ხანგრძლივი მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა.

"მაქვს პატივი, ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში.

ჩვენს ერებს აკავშირებთ ხანგრძლივი, მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა.

დიდად მადლობელი ვარ ასეთ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - წერს საქართველოს პრემიერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში