ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში და პოლიტიკური შეფასებები

12 ოქტომბერი 2023, 11:43 500 ნახვა

ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც მოქმედ მთავრობას ნორმალური ურთიერთობა დარჩა უნგრეთის პრემიერია – აცხადებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ  ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს, რაც ევროინტეგრაციის გზაზე სტატუსის მოპოვების გარანტი ვერ გახდება.

უმრავლესობის ლიდერების შეფასებით კი, ორბანის ვიზიტი ევროკომისიის პირველადი დასკვნის მოლოდინის პერიოდში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მაშინ, როდესაც უნგრეთის პრემიერი საქართველოს, ღია მხარდაჭერას უცხადებს და ასრულებს მედიატორის როლს, 27 ქვეყანასთან მოლაპარაკებების და საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მოპოვების ნაწილში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში