პრეზიდენტმა თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა

12 ოქტომბერი 2023, 20:03 575 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა.

როგორც სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხარვეზების მიუხედავად, კოდექსი აწესრიგებს მნიშვნელოვან პრობლემას.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი ჯერ კიდევ არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში