ევროსაბჭო საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდებს

13 ოქტომბერი 2023, 16:58 632 ნახვა

ევროპის საბჭოს ასამბლეა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარული კონტაქტის გარდა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

რეზოლუცია ერთხმად მიიღეს, რომელშიც ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2000 წლიდანაა.

ასამბლეის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ დიქტატურები საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მათი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან. შესაბამისად, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ რუსეთში დემოკრატიის აღდგენა არა მხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.

ამასთან, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც პასუხს აგებინებს რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, მათი ქმედებების გამო, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიისთვის და MH17 ავიარეისის ჩამოგდებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში