ბულგარეთის პარლამენტის მხარდაჭერა

13 ოქტომბერი 2023, 20:04 542 ნახვა

ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ და მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში