ირაკლი ჩიქოვანის განცხადება

14 ოქტომბერი 2023, 12:02 531 ნახვა

ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრების შესახებ განმარტებები გააკეთა.

ჩიქოვანის განცხადებით, დელეგაცია საქართველოდან სხვადასხვა შემადგენლობით იმყოფება. დეზინფორმაცია უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კრიტიკას, თითქოს მათ ასამბლეაში მონაწილეობის საშუალებას „ქართული ოცნება“ არ აძლევდა.

განმარტა, რომ  ასამბლეაში მონაწილეობისთვის მათ შესაბამისი კვოტები გააჩნიათ და თუ ვინმე ვერ მონაწილეობს ადგილს ერთმანეთს არ უთმობენ. 

განცხადების შემდეგ ჩიქოვანმა რამდენიმე კითხვას უპასუხა. რუსეთთან ურთიერთობაზე კი თქვა, რომ რუსეთთან ერთადერთი კომუნიკაცია ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში