ცვლილება რეგლამენტში

16 ოქტომბერი 2023, 11:25 500 ნახვა

იურიდიული კომიტეტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს.  განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის მიერ თანამდებობების პირების არჩევისა და განთავისუფლების საკითხზე, გადაწყვეტილება, ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით უნდა მიიღონ.  

ახალი ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი გავრცელდება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზეც,  კენჭისყრისას ფარულობის წესი კი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება.

ოპოზიციონერი ლიდერებისთვის გაუგებარია თუ რატომ რჩება ფარული მხოლოდ თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრა.

მმართველი გუნდი კენჭისყრების ღიაობას, გამჭვირვალობისა და სპეკულაციების თავიდან არიდების სურვილით ხსნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში