დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია?

16 ოქტომბერი 2023, 12:08 589 ნახვა

დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია? - საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო  დღეს გამოაცხადებს, გადაწყვეტილება ღია სხდომაზე გამოცხადდება, რომელსაც პირდაპირ ეთერში დაწყებისთანავე შემოგთავაზებთ.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტებით პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.

პარლამენტს პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც ''ქართულ ოცნებას'' არ აქვს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში