პრეზიდენტისგან პოზიციას ველოდებით  ცნობს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - მამუკა მდინარაძე

16 ოქტომბერი 2023, 20:04 490 ნახვა

ამ წუთამდე უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია. მნიშვნელოვანია, გავიგოთ და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ამასთან დაკავშირებულ კითხვას თავი აარიდეს, თუმცა ჩვენ პრეზიდენტისგან პოზიციას ველოდებით - აღიარებს და საერთოდ, ცნობს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში