პრეზიდენტი: “ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატია”

17 ოქტომბერი 2023, 11:15 477 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა დუმილი დაარღვია. პრეზიდენტის თქმით,  სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია მოკლა.

პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ  გადადგომას არ აპირებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი - პრეზიდენტი დარჩა. სალომე ზურაბიშვილი აპირებს, იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში მივიდეს.

„მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, თუ როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას საკონსტიტუციო სასამართლოს 6-მა მოსამართლემ მხარი დაუჭირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში