პრეზიდენტი პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვაზე, როდესაც მივა სიტყვით გამოვა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, როდის დაინიშნება განხილვა - მსხილაძე

17 ოქტომბერი 2023, 12:41 547 ნახვა

პრეზიდენტის მოწოდება ეკუთვნოდა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან, ეს გულისხმობდა იმას, რომ დეპუტატები, რომლებიც განწყობილი არიან ამ პროცესის მიმართ ისე, როგორც პრეზიდენტი, რომ ეს არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დამდგარიყვნენ გარეთ და არ შესულიყვნენ დარბაზში, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი როდესაც მივა პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვაზე, სიტყვით გამოვა.

"როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, უცბად 94 ხმის მოგროვება, მოხდა ისე, რომ თვითონ დეპუტატები არკვევდნენ ერთმანეთში, თუ რომელმა დააჭირა ღილაკს ხელი, ამიტომ ასეთი გაურკვევლობა რომ ავიცილოთ თავიდან, უბრალოდ პრეზიდენტის მოწოდება იყო, ვინც ფიქრობს, რომ ეს პროცესი მიმართული არის საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ის დეპუტატები დადგნენ გარეთ და ამით გამოხატონ თავის პროტესტი. პარლამენტი ჩვენ დაგვიკავშირდა გუშინ და პრეზიდენტი მოწვეული არის პარლამენტში, შესაბამისად, სიტყვით გამოსვლის უფლება პრეზიდენტს ექნება. სამწუხაროდ გადაწყვეტილი არ იყო როდის დაინიშნება აღნიშნული განხილვა. სიტყვით აუცილებლად გამოვა, იმიტომ რომ ამას ითვალისწინებს პროცედურა“, - განაცხადა მსხილაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში