პარლამენტის თავმჯდომარის და აშშ-ის ელჩის შეხვედრა

17 ოქტომბერი 2023, 15:00 580 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლების და მისი მისია იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ყველა მიმართულებით შემდგომი განმტკიცება და რომ ამ მხრივ მზად არის საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, აშშ-ის ახალი ელჩის გეგმები და ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში