პოლიტიკური განცხადებები

17 ოქტომბერი 2023, 14:18 575 ნახვა

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პარლამენტში, პლენარული სხდომა. დეპუტატების განცხადებების მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რაც ოპოზიციამ გააკრიტიკა. მათი შეფასებით, ეს არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი. ისინი არ აპირებენ, როგორც თავად ამბობენ რუსულ წარმოდგენაში მონაწილეობას. ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარია რატომ გამოუცხადა ხელისუფლებამ მისივე არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტი, რომელიც მმართველ გუნდს სასამართლო კლანის გაძლიერებაში დაეხმარა.

ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ვალდებულებაა ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობა, რასაც არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე აწარმოებდა შეხვედრებს და დაარღვია კონსტიტუცია.

წარდგინების ავტორის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ქვეყანას კონსტიტუცია შეუნარჩუნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში