საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი 

17 ოქტომბერი 2023, 14:08 599 ნახვა

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე სამი მოსამართლის - ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სადაც წერია ყველა არგუმენტი, თუ რატომ არ ეთანხმებიან ისინი გადაწყვეტილებას.

როგორც განცხადებაში აღნიშნავენ, კოლეგების მიერ არსებითად არასწორად მოხდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო მოწყობის სისტემაში პრეზიდენტის კონსტიტუციური როლისა და დანიშნულების ანალიზი.  მათი თქმით, არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, ის გავლენის ქვეშ არასდროს ყოფილა და არც ახლა გრძნობს არანაირ გავლენას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში