პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსი და პრეზიდენტის წარმომადგენლები - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

18 ოქტომბერი 2023, 10:13 507 ნახვა

მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმას, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში