საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება

18 ოქტომბერი 2023, 11:50 545 ნახვა

„ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან“ - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ  გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე თქმით, დეკემბერში, ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია წარადგენს ანგარიშს, სადაც ნათქვამი იქნება ის, თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს, კონკრეტულად 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. სწორედ ეს ანგარიში იქნება 27 სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება მშვიდად მივიდეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე. ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ პასუხი იქნება - დიახ“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში