ჩაკეტილი ე.წ გამშვები პუნქტები

05 მარტი 2017, 00:00 2609 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ორსანტია - ოტობაიასა და ხურჩა - ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვას ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, აფხაზეთის დე - ფაქტო რეჟიმის მიერ გამყოფ ხაზზე გადასასვლელების დაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია, უხეშად არღვევს, კიდევ უფრო ზღუდავს და ამძიმებს გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას. ციხელაშვილის განცხადებით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დე- ფაქტო რეჟიმის არგუმენტი, რომ თითქოს, აღნიშნული გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების“ მიზნით მიიღეს. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის დღეს დილიდან გადაადგილება მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით არის შესაძლებელი. 

ამავე კატეგორიაში