პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

18 ოქტომბერი 2023, 16:43 791 ნახვა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდა.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო.

პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა 16 ოქტომბერს დაადგინა.  საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში