მიგრანტთა ცენტრის შექმნის იდეა

05 მარტი 2017, 00:00 2279 ნახვა

საქართველოში მიგრანტთა განთავსების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინიციატივას რუსეთში პირველი კომენტარები უკვე მოჰყვა. რუსეთში მიიჩნევენ, რომ ეს იდეა, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანც კლინცევიჩმა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.  სებასტიან კურცი აცხადებს, რომ  ევროკავშირმა მიგრანტების მიღების ცენტრები ბლოკის ფარგლებს გარეთ  მაგალითად საქართველოში,  ეგვიპტეში ან დასავლეთ ბალკანებზე უნდა გახსნას. ამის შესახებ გერმანული გამოცემა ბილდი წერს.

ამავე კატეგორიაში