იაცეკ ვოლსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე

05 მარტი 2017, 00:00 1960 ნახვა

პოლონეთის მთავრობამ ევროპარლამენტის დეპუტატი, იაცეკ სარიუშ - ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კანდიდატურად სარიუშ - ვოლსკი წარადგინეს, ის საკუთარი პარტიიდან გარიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ტუსკის მეორე ვადით არჩევა სურდა. შეგახსენებთ, ვოლსკი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს. 

ამავე კატეგორიაში