ჭახათის მცხოვრებლების პეტიცია

19 ოქტომბერი 2023, 11:08 953 ნახვა

ჭახათის თემის სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მინიჭებისა და სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ პეტიცია მომზადდა.

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ ჭახათის თემის მცხოვრებლები სოფლების დაცლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მაღალმთიანი ზონის სტატუსის უქონლობას უკავშირებენ. მოსახლეობის მოთხოვნა დოკუმენტურად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მოამზადა და 677 ადამიანის ხელწერაა საჭირო. 

მოთხოვნაზე ქობულეთის მერი ამბობს, რომ ისინი იცნობენ სოფელ ჭახათის მოსახლეობის მოთხოვნას, თუმცა ამჟამად სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა არ განიხილება, რადგან სოფელში ბაღის ასაკის აღსაზრდელების არასაკმარისი რაოდენობაა.

რაც შეეხება სოფლისთვის მაღალი ზონის სტატუსის მინიჭებას, მერი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, რომელსაც პროცედურების დაცვით განიხილავენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში