ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

19 ოქტომბერი 2023, 14:41 576 ნახვა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს. 

ორგანიზაცია ირაკლი ბებუას ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ირაკლი მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფება და იმ ფონზე, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავებამდეც სუსტი იყო, იგი ახლა უფრო დამძიმებულია.

ირაკლი ბებუას აქვს ქრონიკული დაავადებები და გალში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას.

აფხაზეთში პატიმრობის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა, თუმცა, გამოკვლევები არ არის სრულყოფილი შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში