ნაგვის ურნების განთავსების მოთხოვნა 

20 ოქტომბერი 2023, 10:39 781 ნახვა

ქობულეთში სოფელ ჭახათში მცხოვრები მოსახლეობა  ქობულეთის მერიას განცხადებით მიმართავს და სოფელში ნაგვის შემკრები ურნების დადგმას ითხოვს.

განცხადებაზე ხელმომწერი ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ  იძულებული არიან ნაგავი ღია გრუნტში გადააგდონ, რაც ეკოლოგიურ  საფრთხეებს ქმნის.  ქობულეთის მერი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

რაც შეეხება სოფლისთვის ნაგვის შემგროვებელი მაღალი გამავლობის ავტომობილის გამოყოფას, დაგეგმილია  მცირე ზომის ნაგვის მანქანის შეძენა, რომელიც სოფლის ვიწრო გზებზე შეფერხების გარეშე იმოძრავებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში