ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიში 

20 ოქტომბერი 2023, 11:45 532 ნახვა

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა.  ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო“.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. მათ შორის,  საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა მოაგვაროს თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის პრობლემა. 

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ წინა ანგარიშში კომისიამ საქართველოს მიმართა რეკომენდაციით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა სრულ შესაბამისობაში იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ასევე, მიღებული იყოს კანონმდებლობა, რომლითაც შეფასდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და ეფექტურობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯერ სრულად არ მოუხდენია ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციების იმპლემენტაცია.

ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს პარლაემნტის თავმჯდომარე წინა წელთან შედარებით პოზიტიურს უწოდებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და ამ მონაპოვარს უფრთხილდებიან. მისი თქმით, მიგრაციული პროცესები მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით განპირობებული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში