ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობაში არაფორმალურ მმართველობაზე

23 ოქტომბერი 2023, 19:33 522 ნახვა

ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე უარს ეუბნება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და  ბორდის წევრობაზე თანახმა არ არის. მელია განმარტავს მიზეზებს, რის გამოც უარს ამბობს ნაციონალურ ბორდში შესვლაზე. როგორც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე წერს, "არ და ვერ იქნება იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა". მელია ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან მას ერთადერთი პირობა აქვს, რაც პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულებას უკავშირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში