არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ჩარევის რისკები თუ იქნება, ყველას მივაწვდით ინფორმაციას - კობახიძე

24 ოქტომბერი 2023, 13:37 590 ნახვა

თუ არჩევნებში იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით, ყველას მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას. ეს არის ჩვენს ინტერესებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ზოგადად, არც ერთი ქვეყანა უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ და არა მხოლოდ რუსეთის. თქვენ გახსოვთ, საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთოდა წინა საპარლამენტო არჩევნებს, გახსოვთ იგივე პარალელური ხმის დათვლის გაყალბება და ა.შ. არ არის ეს სწორი. ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა. თუ სადმე არჩევნებში იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით, ყველას მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას. ეს არის ჩვენს ინტერესებში“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამერიკულმა დაზვერვამ ასზე მეტი სახელმწიფო რუსეთის მხრიდან მათ არჩევნებში ჩარევის მცდელობების შესახებ გააფრთხილა. Reuters-ის ინფორმაციით, მოსკოვი აქტიურად იყენებს როგორც ჯაშუშურ ქსელებს  სამართლიანი არჩევნებისადმი ნდობის შესარყევად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში