გამორიცხულია ჩვენი მონაწილეობა ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული - პაპუაშვილი

24 ოქტომბერი 2023, 17:06 520 ნახვა

გამორიცხულია ჩვენი მონაწილეობა ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის მიიჩნევს, რომ ახლო მომავალში "3+3" ფორმატში შესაძლოა საქართველოც ჩაერთოს. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ტერიტორიების დეოკუპაცია.

"პირველი ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება ცალკეული ჯგუფებისთვის მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში