გუნდური “ეტალონი” ხელვაჩაურში

24 ოქტომბერი 2023, 17:57 1105 ნახვა

ხელვაჩაურში გუნდური ეტალონის ფინალური თამაშის გამარჯვებული ქედქედის საჯარო სკოლა გახდა. საპრიზო ადგილები გაინაწილეს ასევე ორთაბათუმისა და თხილნარის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ინტელექტუალურ თამაშში მუნიციპალიტეტში არსებული 32 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მ-6ე-მე-7 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს კითხვებზე სწორი პასუხების გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ. გუნდური ეტალონის პროექტი ხელვაჩაურში წელს პირველად გაიმართა და  მერიამ ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარით დააფინანსა. თამაში ხვალ ქობულეთში, შემდეგ კი უკვე ბათუმის სკოლებს შორის ჩატარდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში